ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში ჭადრაკში ევროპის გუნდური ჩემპიონატი დასრულდა, რომელშიც ქალთა 30 და ვაჟთა 36 ნაკრები მონაწილეობდა.
ექვსი მოგება, ორი ფრე და ერთი მარცხი – ასეთი შედეგით დაასრულეს ტურნირი ქართველმა ქალებმა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ჩვენებმა ბოლო ტურებში ქულები დაკარგეს: სერბეთის არც თუ ძლიერ ნაკრებს დაუზავდნენ – 2:2, მერე უნგრეთს კი სძლიეს – 2.5:1.5, მაგრამ ვერც ავსტრიას აჯობეს – 2:2.
პირველი ადგილი რუსეთის ნაკრებმა დაიკავა, ვერცხლის მედალი უკრაინის ნაკრებს ერგო.
საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა მეშვიდე-მერვე ტურებში სენსაცია შეთავაზა: უკრაინის უძლიერეს ნაკრებს მოუგეს – 2.5:1.5. შემდეგ კი ასევე ძალიან ძლიერ საფრანგეთის ნაკრებთან დაზავდნენ. სამწუხაროდ, ამის შემდეგ ჩვენები სომხებთან დამარცხდნენ – 1:3 და 11 ქულით მე-9 ადგილი დაიკავეს.
ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში
ქალები
1. რუსეთი (17 ქულა), 2. უკრაინა (15), 3. საქართველო (14).
ვაჟები
რუსეთი (15), 2. სომხეთი (13), 3. უნგრეთი (13)… 9. საქართველო (11).