LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკატერინე მიქაბაძემ ევროპული იპოთეკური ობლიგაციების საბჭოს ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

111
ეკატერინე მიქაბაძე

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ ევროპული იპოთეკური ობლიგაციების საბჭოს (ECBC) ორგანიზებით გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიება ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში ჩატარდა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორები, ანალიტიკოსები, კომერციული ბანკების, სარეიტინგო სააგენტოებისა და საზედამხედველო ორგანოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პანელური დისკუსიის ფარგლებში, ღონისძიების მონაწილეებს იპოთეკური ობლიგაციების დანერგვის მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის გამოცდილება გაუზიარა.

კონფერენციის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი დავით აბესაძე და ამავე დეპარტამენტის კორპორაციული ფინანსების განყოფილების უფროსი თეიმურაზ ხატიაშვილი.