LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიზნესი ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა”

115

„კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს“ ფარგლებში განვიხილავთ ყველა იმ საკითხსა და კონკრეტულ თემას, რასაც ბიზნესი წამოჭრის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ “კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს“ მორიგი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ეკატერინე მიქაბაძის თქმით, საბჭოს სხდომა არის პლატფორმა, სადაც კერძო სექტორი ხელისუფლებას საკუთარ გამოწვევებს უზიარებს, ხელისუფლება კი თავის მხრივ, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაციას წარადგენს.

“მთავრობის მიერ ინიცირებული საკითხების ბიზნესისთვის გაცნობა და განხილვა ინტენსიური დიალოგის რეჟიმში ხდება. ასევე წარმოდგენილი იქნება ის თემები, რომელიც დღეის მდგომარეობით აწუხებს ბიზნესს. ბიზნესი ქართული ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა და შესაბამისად, მათ მიერ წამოჭრილი საკითხები მნიშვნელოვანია შემდგომ უკვე ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავების ფარგლებში“, – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

“კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს“ მორიგი შეხვედრა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით და GIZ-ის მხარდაჭერით იმართება. შეხვედრაზე გაიმართება დისკუსია თემაზე “კერძო სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები“.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ასევე დაგეგმილია პრეზენტაციები თემებზე: უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევა, ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობის ქვესაბჭოს მიზნები/ამოცანები, ინფორმაცია SME POLICY INDEX-თან მიმართებით OECD-სა და „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს“ სამომავლო თანამშრომლობის თაობაზე.

შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე მიიღებს მონაწილეობას. როგორც სამინისტროში აცხადებენ, კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭო “2016-2020 წლების საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის“ ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით შეიქმნა.

“საბჭოს შექმნის მიზანია კერძო სექტორის, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის დიალოგის ხელშეწყობა და უზრუნველყოფა“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები