LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი მდინარეზე დაქორწინდა და თავისი გადაწყვეტილება არ უნანია

110
0_I-married-a-river-there-wasnt

დიდი ბრიტანეთის მკვიდრი, რომელიც false დაქორწინებული, თავისი ქორწინების შემდგომ ემოციებზე საუბრობს. ამის შესახებ გამოცემა Daily Star წერს.

2023 წელს მეგ ეივონი, რომელიც მაშინ 26 წლის იყო, ეივონის მდინარეზე დაქორწინდა. ეს მდინარე ბრიტანეთში, უილტშირის საგრაფოში მიედინება. ამ გზით ქალს ეივონის დაბინძურების საკითხისადმი სურდა ყურადღების მიპყრობა. Daily Star მდინარეს „დაბინძურებულს“ და „ნაგვით სავსეს“ უწოდებს.

საინტერესო ცერემონიალში მასთან ერთად მონაწილეობას კიდევ რამდენიმე აქტივისტი იღებდა. ერთი წლის შემდეგ ქორწინების პირველ წლისთავზე, მეგ ეივონმა გადაწყვიტა მდინარის გასწვრივ ლაშქრობაში წასულიყო და ერთი კვირა ასე გაეტარებინა. თუმცა, ეს იდეა ფეხის მოტეხილობით დასრულდა. მიუხედავად ამისა, ქალი ამტკიცებს, რომ ქორწინება არც ერთი წამით არ უნანია.

მეგის თქმით, ასეთი ბედნიერი ის არასდროს ყოფილა. „მე მდინარეზე ფიქრით ვიღვიძებ და მდინარე მთელ ჩემ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, – ამტკიცებს ის. – სულ იმას წარმოვიდგენ, თუ როგორ შევძლებ მდინარესთან უფრო მეტი დროის გატარებას.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები