LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში

474
თიბისი

თიბისი, 3 ოქტომბერს 14:00 საათზე, გიწვევთ Data ღონისძიებაზე „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია, სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას „Women In Data Science“ აძლიერებს საქართველოში.

ღონისძიებაზე შეხვდებით დატას ქალ პროფესიონალებს როგორც თიბისიდან, ასევე სხვა კომპანიებიდან. დაესწრებით მათ გამოსვლებს, პანელურ განხილვასა და მონაწილეობას მიიღებთ ვორქშოპებში. შესაძლებლობა გექნებათ კიდევ უფრო მეტი გაიგოთ, როგორია ქალების როლი მონაცემთა მიმართულებით და რას აკეთებენ წამყვანი ქალი პროფესიონალები დღეს ამ სფეროში. ასევე, რას აკეთებს თიბისი, როგორც data-driven კომპანია. სპიკერები გირჩევენ გზას და გაგიწევენ რეკომენდაციას, თუ როგორ შეიძლება დაიწყოთ ან განავითაროთ კარიერა მონაცემთა მიმართულებით.

„კონფერენცია „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“ ქმნის ინოვაციურ სივრცეს ცოდნის მიღებისა და გაზიარებისთვის. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, გახდნენ პროგრესული ცვლილების ნაწილი, დაინახონ ახალი შესაძლებლობები პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის, აღმოაჩინონ სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტა და იპოვონ მხარდაჭერა თანამოაზრეებს შორის. მონაცემთა მეცნიერება არის მიმართულება, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის ინოვაციურობის საფუძველს ქმნის. მონაცემთა მეცნიერი ქალები კი ამ ინოვაციურობის ელჩები არიან დღეს ჩვენს საზოგადოებაში“, – მაკა ბოჭორიშვილი, თიბისის გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორი.

Data ღონისძიების ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ, მონაწილეობა მიიღოთ თიბისის ვორქშოპებში, სადაც გაეცნობით თიბისის ინოვაციური მანქანური დასწავლების ხელსაწყოს AutoML და მისი დახმარებით განავითარებთ მოდელს, დანერგავთ მანქანური დასწავლების მოდელს ლოკალურად, გაეცნობით Self-service ინსტრუმენტ Power BI-ს და ისწავლით, როგორ მართოთ სამსახურებრივი საქმე უფრო ეფექტურად. გაითვალისწინეთ, რომ ვორქშოპებზე ადგილები შეზღუდულია და საჭიროა წინასწარ რეგისტრაცია.

„ეს ღონისძიება არის შესაძლებლობა, მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ ინფორმაციის მიღების გარდა, განსხვავებული კუთხით შეხედოთ მონაცემებს. საშუალება გექნებათ, მონაცემების დამუშავების ტექნიკას პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით გაეცნოთ. განხილული იქნება ის მიდგომები, რომელსაც ვითვალისწინებთ მონაცემთა ვიზუალიზაციისა და Storytelling-ის (მონაცემებით ამბის თხრობის) დროს“, – სოფო რუხაძე, Self-service ანალიზის განვითარების ჯგუფის უფროსი, თიბისი.

ღონისძიების მასპინძელია D Block: Dome. მერაბ კოსტავას #14.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g