3 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თიბისი გიწვევთ Data ღონისძიებაზე „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია, რაც საქართველოში სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას „Women In Data Science“ აძლიერებს.
ღონისძიებაზე შეხვდებით დატას ქალ პროფესიონალებს როგორც თიბისიდან, ასევე სხვა კომპანიებიდან. დაესწრებით მათ გამოსვლებს, პანელურ განხილვასა და მონაწილეობას მიიღებთ ვორქშოპებში. შესაძლებლობა გექნებათ კიდევ უფრო მეტი გაიგოთ, როგორია ქალების როლი მონაცემთა მიმართულებით და რას აკეთებენ წამყვანი ქალი პროფესიონალები დღეს ამ სფეროში. ასევე, რას აკეთებს თიბისი, როგორც data-driven კომპანია. სპიკერები გირჩევენ გზას და გაგიწევენ რეკომენდაციას, როგორ შეიძლება დაიწყოთ ან განავითაროთ კარიერა მონაცემთა მიმართულებით.
Data ღონისძიების ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ, მონაწილეობა მიიღოთ თიბისის ვორქშოპებში, სადაც გაეცნობით თიბისის ინოვაციური მანქანური დასწავლის ხელსაწყოს AutoML და მისი დახმარებით განავითარებთ მოდელს; დანერგავთ მანქანური დასწავლის მოდელს ლოკალურად, გაეცნობით Self-service ინსტრუმენტ Power BI-ს და ისწავლით, როგორ მართოთ სამსახურებრივი საქმე უფრო ეფექტურად. გაითვალისწინეთ, რომ ვორქშოპებზე ადგილები შეზღუდულია და საჭიროა წინასწარ რეგისტრაცია.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.
ღონისძიების მასპინძელია D Block: Dome. მერაბ კოსტავას #14.
თიბისიში ხელოვნური ინტელექტის და ავტომატიზაციის დანერგვა ბიზნეს პროცესებში, ისევე, როგორც ქალების მხარდაჭერა და მათ პროფესიონალურ წინსვლაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თიბისის მიზანია, ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგოს დატა პლატფორმების გამოყენება და აქციოს მონაცემები ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად.
მომხსენებლების, ვორქშოპებისა და რეგისტრაციის შესახებ, გთხოვთ, გაეცნოთ დეტალურ ინფორმაციას.
(R)