LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი ქმარს ეძებს და ვინც მის პოვნაში დაეხმარება ფულსაც გადაუხდის

116
Screenshot 2023-07-21 111216

ამერიკული ქალაქის, ლოს-ანჯელესის მკვიდრი აცხადებს, რომ მზადაა საკმაოდ მშვენიერი ფულადი ჯილდო მისცეს მას, ვინც ქმრის მოძებნაში დაეხმარება. ამის შესახებ ქალმა თავისი tiktok ექაუნთით გაავრცელა ინფორმაცია.

35 წლის იურისტი ევა ტილი კოულსონი აზუსტებს, რომ მზადაა ოცნების ასრულებაში 5 ათას დოლარზე მეტი გადაიხადოს. „მეგობრებს შევპირდი, რომ ფულს გადავუხდი მათ, თუკი მომავალ მეუღლეს გამაცნობენ. მერე დავფიქრდი, რომ რატომ არ შემეძლო იგივე შემეთავაზებინა ჩემი გამომწერებისთვისაც?“ – აზუსტებს მომავალი პატარძალი.

ქალის მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეომ 556 ათასი ინტერნეტ მომხმარებლის ყურადღება მიიპყრო და პოტენციური პარტნიორებიც გამოჩნდნენ.

ევა ამბობს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში მამაკაცებს პირადადაც ეცნობოდა და ონლაინაც. თუმცა, კორონავირუსის პანდემიამ სიტუაცია მკვეთრად შეცვალა. კაცებს რეალურ ცხოვრებაში ნაცნობობა აღარ სურთ და აპლიკაციებში გადაინაცვლეს, იქ კი ძირითადად ხანმოკლე პაემნებს ეძებენ.

ქალი თავის შეთავაზებაში დარწმუნებულია და ფიქრობს, რომ 5 ათასი დოლარი ქმრისთვის, რომელიც სერიოზული ურთიერთობებისთვისაა მზად, მშვენიერი ფასია.

ქმრის კანდიდატები 27-დან 40 წლამდე ასაკის უნდა იყვნენ, სიმაღლე 155 სმ-ზე მეტი უნდა იყოს და იუმორი თუ სპორტის სიყვარულიც აუცილებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები