LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქალი, რომელიც არ ბერდება“ – 81 წლის სუზანა ვიეირას უახლესი ვიდეოები „ინსტაგრამიდან”

163
page

ბრაზილიური სერიალების ვარსკვლავი, სუზანა ვიეირა ინსტაგრამზე საკმაოდ აქტიურია. 81 წლის მსახიობი გამომწერებს ხშირად ანებივრებს ფოტოებითა და ვიდეოებით. ის ახლა აქტიურად გამოდის სპექტაკლებზე და თავისი შემოქმედების შესახებ ხშირად საუბრობს.

აღსანიშნავია, რომ ვიეირა კვლავინდებურად ბრწყინვალედ გამოიყურება და ასაკი სრულებითაც არ ეტყობა.

„ქალი, რომელიც არ ბერდება“, – წერენ კომენტარებში.

ვიდეო: ქალი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არ შეცვლილა – 81 წლის სუზანა ვიეირა რიოს კარნავალზე

როგორ გამოიყურება ბრაზილიური სერიალების ვარსკვლავი სუზანა ვიეირა დღეს – 81 წლის მსახიობის უახლესი ფოტოები ინტერნეტსივრცეს იპყრობს

ცნობისთვის, ვიეირამ კარიერა 60-იან წლებში დაიწყო, მისი  მონაწილეობით კი ბოლო სერიალი ეკრანებზე 2019 წელს გამოვიდა. სუზანას ყველაზე პოპულარული სერიალებია: „ტროპიკელი ქალის საიდუმლო“, „ახალი მსხვერპლი“, „საბედისწერო ქალბატონები“, „ოცნების კოშკები“ და სხვა. ვიეირა 4-ჯერ იყო დაქორწინებული, მას ორი შვილი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები