LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი, რომელიც წყალტუბოში ყოფილმა ქმარმა დაჭრა, კლინიკაში რჩება 

129
Untitled design (1)

37 წლის ქალი, რომელსაც 1 აპრილს, წყალტუბოში ყოფილმა ქმარმა მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, კვლავ კლინიკაში რჩება.

ქუთაისში, ქმარმა ცოლს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი თავი მოიკლა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

„დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის“ პრესსამსახურში „ფორტუნას“ განუცხადეს, პაციენტის მდგომარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციას ვერ გასცემენ.

შემთხვევა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში მოხდა. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, 50 წლამდე ასაკის კაცმა ჯერ ყოფილი ცოლი დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა. უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი მეზობლებმა იპოვეს.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება დაიწყო 11 პირმა 109 მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები