ბრუკლინ ბექჰემი ლოს-ანჯელესში მეუღლესთან, ნიკოლა პელტცთან ერთად რომანტიკულ ვახშამზე გამოჩნდა. წყვილი რესტორანში ხელჩაკიდებული მივიდა და შესანიშნავ განწყობაზე იმყოფებოდა.
საზოგადოების ყურადღება ბექჰემების რძლის „ლუქმა“ მიიპყრო. ნიკოლამ 2000-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იმიჯი გააცოცხლა.
ეს გახლდათ „ვალენტინოს“ თეთრი ტოპი და დაბალწელიანი ჯინსის შარვალი, რომელიც 2003 წელს კირა ნაითლის, საკულტო ფილმის, „კარიბის ზღვის მეკობრეების“ პრემიერაზე ეცვა. მაშინ კირა სულ რაღაც 18 წლის იყო.
აღსანიშნავია რომ პელტცმა კირას „ლუქი“ ერთი ერთში გაიმეორა, სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია უამრავი ნეგატიური შეფასება.
მოგეხსენებათ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ნიკოლა ვინმეს ჰბაძავს. ის ხშირად იმეორებდა დედამთილის, ვიქტორია ბექჰემის „იმიჯს“.
„ქალი, რომელსაც ინდივიდუალიზმი არ გააჩნია და ყველას ჰბაძავს“, „დედამთილიდან მსახიობებზე გადავიდა?“, – არ წყდება კომენტარები.
„უთავმოყვარეო რძალი, ეს უკვე ღია ომია“ – ნიკოლა პელტცმა ვიქტორია ბექჰემი ერთი ერთში „დააკოპირა”

