პორტალმა The Cut ინდოელი ტომის, ნავაჰოს ქალების სილამაზის ევოლუციას ვიდეო მიუძღვნა. კლიპი პროექტის „სილამაზის 100 წელი“ მხარდასაჭერად ჩაიწერა და ის მოდის ცვალებადობას ეძღვნება.
სილამაზის სფეროში სტანდარტების ცვლილებაზე მსგავს რგოლებს კომპანია Mode მუდმივად ქმნის, მაგალითად, ცოტა ხნის წინ ასევე გამოქვეყნდა ვიდეო ქალის საცურაო კოსტიუმების ევოლუციის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ნავაჰოს წარმომადგენლები, უმეტესწილად ამერიკის სამხრეთ შტატებში ცხოვრობენ. მათი რაოდენობა აქ დაახლოებით 250 ათასს შეადგენს.