LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკის გათანაბრება – “ახალი საქართველოს” ინიციატივას ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს

133

პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველოს” ინიციატივას, რომელიც ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკის გათანაბრებას გულისხმობს, დღეს დეპუტატები განიხილავენ.

საკითხზე მსჯელობა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე იგეგმება. სიახლე სქესის მოუხედავად პენსიის მიღებას მოქალაქეებისთვის 60 წლიდან ითვალისწინებს.

„ჩვენ პარალელურად საკონსტიტუციო სარჩელი გვაქვს შეტანილი და ვფიქრობთ, რომ ასაკი უნდა გათანაბრდეს. ეს არის დისკრიმინაციული ნორმა, ანტიკონსტიტუციური ნორმაა და ვფიქრობთ, რომ 60 წლიდან უნდა გაიცემოდეს პენსია საქართველოში,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

magti 5g