ცნობილი ფეხბურთელი, ნეიმარი და მისი საცოლე, ბრუნა ბანკატრდი ერთმანეთს დაშორდნენ. ყოველივე ეს მათი პირველი საერთო შვილის შეძენიდან ორ თვეში მოხდა. ამის შესახებ 29 წლის ბრუნამ თავად განაცხადა. ის ამბობს, რომ ნეიმართან ურთიერთობაში აღარ იმყოფება და მასთან მხოლოდ ორი თვის ქალიშვილი აკავშირებს.
პირველი ფოტოები და ემოციური პოსტი – ნეიმარი მეორე შვილის მამა გახდა
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელმა საყვარელ ქალს კონტრაქტი გაუფორმა, რომლის თანახმადაც ნეიმარს მისთვის ღალატის ლეგიტიმური უფლება აქვს. მედიაში წერენ, რომ სწორედ ღალატი გახდა მათი დაშორების მიზეზი.
„ნეიმარს ღალატის ლეგიტიმური უფლება აქვს“ – ფეხბურთელი ორსულ შეყვარებულთან ერთად კლუბში ერთობა
გოგოა თუ ბიჭი? – ნეიმარის ემოციები შვილის სქესის შეტყობის შემდეგ – ემოციური ვიდეო

