LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა ბენზინგასამართი სადგური მოატყუა და 28 ათასი ლიტრი საწვავი უფასოდ ჩაასხა

123
attachment-money

ამერიკის შტატ ნებრასკაში დააკავეს ქალი, რომელიც ბენზინგასამართი სადგურის გაუმართაობით რამდენიმე თვე სარგებლობდა და ავტომობილში საწვავს უფასოდ ასხამდა. ამის შესახებ რადიო სადგური Koln წერს.

2022 წლის ნოემბერში 45 წლის დოუნ ტომპსონმა შემთხვევით აღმოაჩინა, რომ კომპანია Bosselman Enterprise-ის ბენზინგასამართი სადგურის მოტყუება ძალიან ადვილი იყო. ამისთვის საკმარისი იყო ბონუსის ბარათის ზედიზედ ორჯერ გატარება. შემდეგ სადგურის სისტემა ურევდა და ბენზინისთვის ფულს აღარ ჭრიდა.

ქალი ამ შესაძლებლობით თითქმის 7 თვე სარგებლობდა და 2023 წლის ივნისისთვის 28 ათასი ლიტრი ბენზინის ჩასხმა მოასწრო, თანაც ისე რომ საწვავისთვის ერთი თეთრიც კი არ გადაუხდია. ზარალის თანხამ 27,8 ათასი დოლარი შეადგინა.

2023 წლის ოქტომბერში კომპანიამ პოლიციას მიმართა. გამოძიებამ აჩვენა, რომ ხარვეზი პროგრამის განახლებას უკავშირდებოდა. ბოროტმოქმედის იდენტიფიცირება კი სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღების შემდეგ შეძლეს.

მარტის თვეში ტომპსონი დააკავეს და მას გირაოს თანხად 7,5 ათასი დოლარი შეუფარდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები