LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა გადაუდებელი დახმარების სამსახურში 2 ათასჯერ დარეკა

123
83810919-0-image-m-9_17134486777

ბრიტანეთის მკვიდრმა გადაუდებელი დახმარების სამსახურში 2000-ზე მეტჯერ დარეკა და ამის გამო ციხეში მოხვდა. ამის შესახებ ლონდონის პოლიცია იუწყება.

56 წლის სონია ნიქსონი გადაუდებელი დახმარების სამსახურის თანამშრომლებს 2021 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში აწუხებდა. იმისათვის, რომ მუდმივად ხაზზე ყოფილიყო, ქალი 17 ნომერს იყენებდა. ბრიტანელი რეკავდა და ძალიან უაზრო კითხვებს სვამდა, ასევე დიდ აგრესიასაც ავლენდა. ერთხელ მან ოპერატორს ჰკითხა თუ სად იყო მისი საჭმელი, მეორე შემთხვევაში ეკონომიკის მინისტრის ნომერს ითხოვდა. კიდევ ერთი ზარის დროს ნიქსონმა იკითხა თუ სად იყო მისი ნივთები და ოპერატორს ამის გამო ნამდვილი სკანდალი დაუდგა.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2023 წელს ქალმა გადაუდებელი დახმარების სამსახურში 1194-ჯერ დარეკა და ოპერატორებს რეალური დახმარების გაწევის საშუალება არ მისცა. შედეგად ქალი დააპატიმრეს. დაკავების შემდეგ მან პოლიციასაც მიაყენა შეურაცხყოფა. ნიქსონს სასამართლომ სოლიდური ჯარიმა დააკისრა და გადაუდებელი დახმარების სამსახურში სერიოზული საბაბის გარეშე დარეკვაც აუკრძალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები