ბრიტანელ ქალს კაცებმა იმდენად გაუცრუეს იმედები, რომ ერთწლიანი მარტოობის შემდეგ თავის თავზე დაქორწინდა. ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mirror ავრცელებს.
42 წლის კლერ ბრენანს 2017 წლიდან არაერთი უიღბლო რომანი დაუგროვდა და თითოეულ ურთიერთობაში ის მხოლოდ დამცირებას განიცდიდა.
ქალი უკვე ერთი წლის განმავლობაში იყო მარტო, როცა ავტოგამიის ანუ საკუთარ თავზე დაქორწინების პრაქტიკის შესახებ გაიგო. ბრიტანელმა თეთრი კაბა, ბეჭედი იყიდა და ქორწინების ცერემონიაც გამართა. ქალმა საქორწინო ფიციც კი დაწერა და თავის თავს სარკეში წაუკითხა.
მართალია, ამ ქორწინებას იურიდიული ძალა არ აქვს, თუმცა 3 შვილის დედა ამბობს, რომ მუდამ საკუთარი თავის ერთგული დარჩება.
აღსანიშნავია, რომ უჩვეულო ცერემონიას მხოლოდ ქალის ოჯახი და ფისო სახელად სმოკი ესწრებოდა.