LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლისთვის“ – მშვიდობის დარგში ნობელის პრემია პატიმრობაში მყოფ ირანელ უფლებადამცველს გადასცეს

139
ing (2)

მსოფლიო საზოგადოების ყურადღება ახლა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოსკენ არის მიმართული, სადაც
ნობელის პრემიის ახალ ლაურეატებს ასახელებენ.

შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ პრესტიჟული პრემიის მფლობელი მშვიდობის დარგში გამოავლინა – ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ პრემია მშვიდობის დარგში, ირანელ უფლებადამცველს, ნარგეს მოჰამადის გადასცეს.

„ნობელის კომიტეტმა გადაწყვიტა, 2023 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში გადასცეს ნარგეს მოჰამადს ირანში ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების ხელშეწყობისთვის“, – წერია კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნარგეს მოჰამადი ამჟამად დაპატიმრებულია.

„ნობელის კომიტეტმა ასევე მოითხოვა 51 წლის მოჰამადის გათავისუფლება, რომელიც ქალთა უფლებებისა და სიკვდილით დასჯის გაუქმებისთვის იბრძოდა“, – წერენ მედიასაშუალებები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g