LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალთა გაძლიერების კუთხით, თიბისი სამაგალითო დამსაქმებელია საქართველოში – კვლევის შედეგი

80
სტარტაპ-დეკრეტი-1

ქალთა გაძლიერების კუთხით თიბისი სამაგალითო კომპანიაა საქართველოში. ეს ავსტრიის განვითარების ბანკის (OeAB) მიერ, გერმანიის განვითარების ფინანსურ ინსტიტუტთან (DEG) ერთად, 2021 წელს ჩატარებული კვლევის შედეგია, რომლის მიზანს სამუშაო გარემოში გენდერული და ქალთა ლიდერობის საკითხების შესწავლა წარმოადგენდა საქართველოში.

შედეგები თიბისის მიერ ავსტრიის განვითარების ბანკისთვის გაზიარებული დოკუმენტების და კომპანიაში სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე ქალებისგან შემდგარი ფოკუს-ჯგუფების ანალიზზე დაყრდნობით გამოვლინდა. კვლევის მიხედვით, თიბისი შემუშავებული პოლიტიკით, თანამშრომლებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შეთავაზებითა და ორგანიზაციული კულტურით ურთიერთდახმარებასა და პატივისცემაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს ქმნის და ხელს უწყობს ქალების გაძლიერებას.

კვლევაში აღნიშნულია, რომ თიბისიში მეგობრული სამუშაო გარემო გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების მამოძრავებელი ფაქტორია. ამასთანავე, ქალები სულ უფრო მეტად საქმდებიან ისეთ სფეროებში, რომლებშიც აქამდე, ძირითადად კაცები იყვნენ წარმოდგენილნი. მაგალითად, რისკების მართვა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. კვლევა თიბისის მაგალითზე აჩვენებს, რომ გენდერული თანასწორობის საკითხების უზრუნველყოფას დადებითი გავლენა აქვს ინვესტორებსა და საერთაშორისო პარტნიორებზეც.

ცნობისთვის, Oesterreichische Entwicklungsbank AG (OeEB) ავსტრიის განვითარების ბანკია, რომელიც 2008 წლიდან ოპერირებს. ბანკი განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორის პროექტების განსახორციელებლად გრძელვადიან დაფინანსებას უზრუნველყოფს, რაც მდგრად განვითარებას უწყობს ხელს. 2017 წელს OeEB-ის მიერ თიბისისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი მცირე და საშუალო ბიზნესებში დასაქმებული ქალი მეწარმეების დაფინანსებას მოხმარდა. თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისიმ 170 ქალ მეწარმეს გაუწია ფინანსური მხარდაჭერა, რამაც ბანკს შესაძლებლობა მისცა, ხელი შეეწყო ბიზნესების განვითარებისა და გენდერული თანასწორობისათვის, როგორც კომპანიის შიგნით, ისე მის გარეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g