LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარდი ბის მასიური ლუქი Met Gala-ზე (ფოტო)

447
13177730-0-image-a-68_1557191827358

კოსტიუმების წვეულება Met Gala, რომელსაც ყოველწლიურად მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს, ქარდი ბიმ დახურა.

იმ ფონზე, როცა 2015 წელს საღამოს ერთ-ერთი მთავარი სახე თავისი მასიური ლუქით, რიანა იყო, თამამად შეიძლება ითქვას, რომ წელს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ამერიკელი რეპერის ჩაცმულობა მოექცა.

აღსანიშნავია, რომ ტომ ბრაუნის მეწამული კაბის სატარებლად 26 წლის ჰიპ-ჰოპ შემსრულებელს 10 კაცის დახმარება დასჭირდა.

გაირკვა, რომ ანსამბლის შესაქმნელად 2,000 საათის განმავლობაში 35 ადამიანი მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ ქარდი ბის დებიუტი Met Gala-ზე გასულ წელს შედგა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები