LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარელის ექვს სოფელში მყარი ნარჩენების ურნები განლაგდა

107

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბერძენაული, აბისი, ფცა, ურბნისი, დვანი და ზემო ხვედურეთი 140 ერთეული ნაგვის ურნა განთავსდა.

ურნები გამგეობამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეიძინა. პროექტის ღირებულება 133 399 ლარს შეადგენს.

”აღნიშული სოფლებიდან დადგენილი გრაფიკის მიხედვით გაიტანენ ნარცენებს, რაც დაიცავს გარემოს დაბინძურებისგან და ადგილობრივი მოსახლეობა გაცილებით უვნებელ გარემოში იცხოვრებს. ამ სოფლებში ურნები პირველად განთავსდა და ეს პროცესი მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში გაგრძელდება“ – განაცხადა ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა.

ქარელის მუნიციპალიტეტმა 2014 წელსაც შეიძინა 94 620 ლარის ღირებულების 120 დიდი და 30 პატარა ურნა, ქარელისა და აგარისთვის. 2016 წლის დასაწყისში მუნიციპალიტეტემა დამატებით 100 000 ლარის ღირებულების 100 ურნა შეიძინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g