ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში ორი წლის ბავშვი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, მცირეწლოვანს ბოლო დღეებში მაღალი ტემპერატურა ჰქონდა.
როგორც „ფორტუნას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.