LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარის ელექტროსადგურის მშენებელი კომპანია დეკემბერში გამოვლინდება

285

მშენებელი კომპანია, რომელიც საქართველოში ქარის პირველ ელექტროსადგურს ააშენებს, დეკემბერში გამოვლინდება. მშენებელი კომპანიის შერჩევის მიზნით გამოცხადებული ტენდერის ვადა 25 დეკემებრს იწურება.

ექვსტურბინიანი ქარის სადგური გორში აშენდება. პროექტის მიხედვით, თითო ტურბინის დადგული სიმძლავრე არის 3,45 მგვტ. ჯამში სადგური 20,7 მეგავატის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

ქარის ელექტროსადგურის პროექტს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ახორციელებს. როგორც ”ფორტუნას” ფონდის პროექტის მენეჯერმა თორნიკე ყაზარაშვილმა განუცხადა, ელექტროსადგური ერთიან ენერგეტიკულ ქსელს მიუერთდება და გამომუშავებულ ელექტროენერგიას საქართველოში გაყიდის.

”ვგეგმავთ, იმავე ტერიტორიაზე დაახლოებით 100 მეგავატის სიმძლავრის ახალი სადგურის პროექტი განვახორციელოთ. მიუხედავად იმისა, რომ პოტენციალი არის, პროექტი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და ინვესტორის გარეშე მისი განხორციელება ვერ მოხერხდება. თუმცა პოტენციალი არის” – განუცხადა ”ფორტუნას” თორნიკე ყაზარაშვილმა.

ქარის ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის შემოდგომაზე შევა. პროექტს ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი აფინანსებს. მისი  ღირებულება 34 მლნ დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები