LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება

70

ქართლის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.

როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

„წლის ბოლომდე დასრულდება ახალი, 20-მეგავატიანი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც განთავსდება გორის მახლობლად, საავტომობილო მაგისტრალთან.” – განაცხადა ხმალაძემ.

საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი – “ქართლის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობასთან, ფლობასა და ოპერირებასთან დაკავშირებული შეთანხმებისა და ხელშეკრულების დადების თაობაზე” მთავრობის სხდომაზე დღეს განიხილეს.

ქართლის ქარის ელექტროსადგურს ჩინური კომპანია China Nuclear Industry ააშენებს. კომპანიამ ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.

 

ქართლის ქარის ელექტროსადგური საქართველოსთვის პირველი  პროექტია. სადგურის დადგმული სიმძლავრე 20.7 მეგავატია, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგია კი 88 მილიონ კილოვატ საათი იქნება. მშენებლობა მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. ტერიტორიაზე 3,5 მეგავატი სიმძლავრის 6 ტურბინა განთავსდება, რომელსაც დანიური კომპანია დაამზადებს. პროექტი სახელმწიფოს ინიციატივით მომზადდა და მისი ბიუჯეტი 30 მლნ დოლარია, საიდანაც 24 მლნ EBRD-ის დაბალპროცენტიანი სესხია. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად საქართველოს ქსელს მიეწოდება და შიდა მოხმარების დასაკმაყოფილებლად გამოიყენება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები