LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარის ელექტროსადგურისთვის ტურბინებს დანიური კომპანია დაამზადებს

198

გორის ქარის სადგურისთვის ტურბინებს დანიური კომპანია ”ვესტასი” დაამზადებს. კომპანიამ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. ”ვესტასმა” ქარის ელექტროსადგურისთვის ექვსი 3,45 მგვტ დადგმული სიმძლავრის ტურბინა უნდა დაამზადოს.

ენერგეტიკის განვითარების ფონდში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, რა ფასად დაამზადებს ტურბინებს კომპანია ”ვესტასი”.

დასრულდა ქარის სადგურის მშენებელ კომპანიაზე გამოცხადებული ტენდერიც. როგორც ”ფორტუნას” პროექტის მენეჯერმა თორნიკე ყაზარაშვილმა განუცხადა, ინტერესთა გამოხატვაში ოთხი კომპანია მონაწილეობდა. მათგან საუკეთესო წინადადების შერჩევას კი დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება.

ექვსტურბინიანი ქარის სადგური გორში აშენდება. ჯამში სადგური 20,7 მეგავატის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ელექტროსადგური ერთიან ენერგეტიკულ ქსელს მიუერთდება და გამომუშავებულ ელექტროენერგიას საქართველოში გაყიდის.

ქარის ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის შემოდგომაზე შევა. პროექტს ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი აფინანსებს. მისი  ღირებულება 34 მლნ დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები