ძლიერი ქარის გამო ბათუმში, ხახულის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის სახურავიდან ორი მამაკაცი ჩამოვარდა. ერთ-ერთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მამაკაცს წელის არეში დაზიანება ჰქონდა მიყენებული. ხოლო მეორე ადამიანი საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ, მას ადგილზე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება.
თვითმხილველებმა აცხადებენ, რომ მამაკაცები ქარის შედეგად დაზიანებული სახურავის შეკეთებას ცდილობდნენ.
ძლიერი ქარის გამო, ბათუმის მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
„ძლიერი ქარის გამო ბათუმში რამდენიმე შენობის სახურავი დაზიანდა. ქარმა ასევე მოშალა სამშენებლო ღობეები და დააზიანა ავტობუსის მოსაცდელები. რამდენიმე ადგილზე მიმდინარე მშენებლობებიდან ჩამოცვივდა ფანჯრები. ყველა შემთხვევაზე მიმდინარეობს შესაბამისი რეაგირება. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის სამსახურები. ამ დროისთვის ქალაქის შემოვლას ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ახორციელებს,” – აცხადებენ ბათუმის მერიაში.