LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარის მეორე ელექტროსადგურის პროექტზე მუშაობა დაიწყო

158

ენერგეტიკის განვითარების ფონდი ქარის მეორე ელექტროსადგურის პროექტზე მუშაობს.

”ნიგოზა ქარის ელექტროსადგურის” მშენებლობა კომპანია „ჩალიკ ჯორჯია ვინდის” ძალებით იგეგმება, რომელიც თურქული კომპანია Calik Enerji Sanayi ve Ticaret A.S. და ქართული სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ერთობლივი საწარმოა.

როგორც ”ფორტუნას” ქარის ელექტროსადგურების პროექტის მენეჯერმა თორნიკე ყაზარაშვილმა განუცხადა, ტერიტორიის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა უახლოეს დღეებში დაიწყება.

შიდა ქართლის რეგიონში, სოფელ ნიგოზასთან და იმერეთის რეგიონში, საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სს “ჩალიკ ჯეორჯია ვინდის” დაკვეთით, თურქული კომპანია ”ენისოლარი” 80 მეტრის სიგრძის მეტეოროლოგიურ ანძებს დაამონტაჟებს.

თითო პროექტისთვის ორი მეტეო ანძა დამონტაჟდება. ანძების მეშვეობით კომპანია 1 წლის მანძილზე ქარის ძირითად პარამეტრებს შეისწავლის, რის საფუძველზეც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მომზადდება.

”ნიგოზა ქარის ელექტროსადგურის” პროექტი 50 მგვტ. სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მოწყობას ითვალისწინებს.  ამ ეტაპზე მომზადებულია წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა სოფელ ნიგოზასთან იგეგმება, რომელიც გორიდან 15 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები