ქარიშხალი „მარია“ მეხუთე კატეგორიამდე გაძლიერდა. მისი სიჩქარე საათში 300 კმ-ს აღწევს.
„როიტერსის“ ინფორმაციით, ბოლო 1 თვის განმავლობაში ის სიძლიერით მეორე შტორმია, რომელმაც ერთდროულად რამდენიმე ქვეყანას გადაუარა.
ამჯერად სტიქიამ დომინიკის რესპუბლიკა დააზარალა. სტიქია თანდათან პუერტო რიკოს უახლოვდება.
ქარიშხლის შედეგად დაინგრა ათობით ნაგებობა, შეწყვეტილია ტურისტული სეზონი.
აშშ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან.