საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” წამყვანს, გიორგი გაბუნიას, ქარტიის მეშვიდე პრინციპი არ დაურღვევია.
გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ განცხადება თორნიკე კაკალაშვილმა შეიტანა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 18 მარტს გადაცემა P.S.-ს ერთ-ერთი სიუჟეტის წარდგენისას გაბუნიას მიერ ნათქვამი ტექსტი ქარტიის მეშვიდე პრინციპს არღვევდა.
(ამ პუნქტის თანახმად “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით)
შეგახსენებთ გაბუნიას მონოლოგს: “იესო ქრისტემ დიდი შეცდომა დაუშა, როდესაც საქადაგებლად 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო ასე 2-3 წელიწადში აჭარაში და ჯვარზე კი ვეღარ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ჯვრის დასამზადებლად რეგიონში ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი. ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნება გადარგული ყველა ხე”.