LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართლში” მცხოვრებ დევნილებს ორი ალტერნატივა აქვთ – თავად აირჩიონ ბინა, რომელსაც სახელმწიფო შეისყიდის ან მშენებლობას წლის ბოლომდე დაელოდონ, მანამდე კი ქირით უზრუნველვყოფთ: პრემიერი

121
1

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მინისტრს აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს საკითხები.

ირაკლი ღარიბაშვილმა სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრებ დევნილებზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ მათ ორი ალტერნატივა აქვთ – თავად აირჩიონ ბინა თბილისში, ან წლის ბოლომდე დაელოდონ ბინების მშენებლობის დასრულებას, მანამდე კი სახელმწიფო მათ ქირის თანხით უზრუნველყოფს:

“მინდა მოსახლეობას შევახსენო, რა მდგომარეობა დაგვხვდა 2012 წლამდე ამ მიმართულებით. 2012 წლამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების საკითხი ქაოსურად მიმდინარეობდა, განსახლების ძირითადი მიმართულება იყო დევნილთა მხრიდან ე.წ. მოკავებული ფართების დაკანონება და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტების რეაბილიტაცია.

არ არსებობდა ერთიანი სტანდარტი, რის მიხედვითაც რეგულირდებოდა განსახლების პოლიტიკა. განსახლების საკითხის განხილვისას არსებითი ყურადღება არ იყო გამახვილებული ოჯახის წევრთა რაოდენობაზე, იყო შემთხვევები, რომ ოჯახს მათი ნების საწინააღმდეგოდ 9-10 კვადრატული მეტრის ფართი უკანონდებოდა. არ იყო შემუშავებული მეთოდოლოგია, რის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო განსახლების საჭიროების მქონე დევნილი ოჯახის შერჩევა და 2012 წლამდე განსახლების პროექტები ხორციელდებოდა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ფინანსური რესურსის გამოყენებით და ბიუჯეტი იყო საკმაოდ მწირი.

2012 წლის შემდეგ ეტაპობრივად ამოქმედდა განსახლების სხვადასხვა პროგრამა. ახალაშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების შესყიდვა დავიწყეთ ინტენსიურად 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან.

სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში დევნილი თავად არჩევს და წარმოადგენს სააგენტოში შესასყიდ სახლს, დავიწყეთ მასშტაბური მშენებლობები იძულებით გადაადგილებული ოჯახების უზრუნველყოფის მიზნით და დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში 27 000 დევნილი ოჯახი ახალაშენებულ კორპუსებში მდებარე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა, განხორციელდა მართლაც მასშტაბური პროგრამები.

ახლა მინისტრ აზარაშვილს აქვს კიდევ უფრო სერიოზული გეგმები, აქვს ჩამოყალიბებული სერიოზული ხედვა, თუ როგორ მოაგვაროს დარჩენილი პრობლემები, მათ შორის, ერთ-ერთი პრობლემა, რაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში გვესმის, ეს არის სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილთა ოჯახების პრობლემა.

ამის თაობაზე მინისტრის დავალებით სააგენტომ შეიმუშავა გეგმა და შესთავაზა ორი გზა: ერთ შემთხვევაში, დევნილებს ბინის მოძიება თბილისში თავად შეუძლიათ და ამ შემთხვევაში კვადრატულის ფასი იქნება 550 დოლარის ეკვივალენტი ლარში, რომლის შესყიდვასაც განახორციელებს სააგენტო, მეორე გზა: დევნილ ოჯახებს აქვთ ალტერნატივა, რომ დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას და ამ შემთხვევაში სააგენტო მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს. სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილი ოჯახები საცხოვრებელ ფართებს წლის ბოლოს უპირობოდ მიიღებენ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

magti 5g