LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ქართუ ჯგუფის” ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება

84
ელდარაააააააააა

”ქართუ ჯგუფის” ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ელდარ გოგოლაძე 90-იან წლებში აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლის, ფრედი ვუდროფის მკვლელობის საქმეზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს. ის უკვე პროკურატურაში იმყოფება.

მისი თქმით, აღნიშნული გამოკითხვის მიზანი მისი დისკრედიტაცია და დაშინებაა, რომ ბიძინა ივანიშვილს მასზე კარგად საქართველოში არავინ იცნობს და იცის, რომ ეს მისი სტილია.

”ვიცოდი, რომ დამიძახებდნენ, გამოძიება დამთავრებულია, უზენაესმა სასამართლომ გაასამართლა დამნაშავე პირი, პარალელური გამოძიება ჩატარებული აქვს გამოძიების ფედერალურ ბიუროს, მთელი ექსპერტიზები ამერიკელების გაკეთებულია”. – განაცხადა, გოგოლაძემ.

რაც შეეხება, მის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აღნიშნავს, რომ გამოძიების დაწყება გოგოლაძის ინტერვიუს უკავშირდება.

”გამოძიებას მის მიმართ კითხვები არ გასჩენია 8 წლის განმავლობაში ინტერვიუს გასვლამდე. მას შემდეგ, რაც მისი ინტერვიუ გავიდა სატელევიზიო ეთერში, მოხდა მისი დაბარება მოწმის სახით”. – განაცხადა, საძაგლიშვილმა.

ელდარ გოგოლაძემ ბიძინა ივანიშილთან მუშაობის წლები და ყველა საინტერესო დეტალი ნიკა გვარამიას “მთავარ აქცენტებში” არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, გაიხსენა და ოლიგარქის მანკიერი მხარე მთლიანად ამხილა.

შეგახსენებთ, რომ ფრედი ვულდროფი ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტი იყო საქართველოში. 1993 წელს, თბილისის შემოსასვლელში, გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g