LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ ბაზარზე ახალი ფიტნესკლუბი გაიხსნა

85

ქართულ ბაზარზე ყაზბეგის 24-ში ახალი ფიტნესკლუბი გაიხსნა. სნეპ ფიტნესმა ოფიციალურად დააანონსა საქართველოში შემოსვლა. მან ფუნქციონირება უკვე 1 კვირაა დაიწყო და უკვე 200 აქტიური წევრი ყავს. მსოფლიო კლასის ფიტნესკლუბში ულიმიტო ერთთვიანი აბონიმენტის ფასი 119 ლარს შეადგენს .

საქართველოსთან ერთად სნეპ ფიტნესმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც გახსნა ფილიალები: ჰოლანდიაში, ბელგიაში და ლუქსემბურგში. ერთთვიან აბონიმენტის შეძენასთან ერთად, სადაც შედის დარბაზის 24 საათიანი მომსახურება და უახლესი ტექნოჯიმის დანადგარები, მომხმარებელს ასევე 8 ჯგუფური ჟეტონი გადაეცემა საჩუქრად, რომლის საშუალებითაც შეეძლება ისარგებლოს სხვადასხვა ტიპის ვარჯიშებით: ბოქსი, სპინინგი, ზუმბა და ა.შ. 2017 წლის ბოლომდე სნეპი გეგმავს მინიმუმ 6 დარბაზამდე გაზარდოს ქსელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები