LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ ბაზარზე „ბიოწვენები“ გამოჩნდება

383
კულა 2

კომპანია „კულა“ ბიოწვენებს გამოუშვებს, რომელიც ბაზარზე „ბიო კულას“ ბრენდით გაიყიდება.  როგორც კომპანიის დირექტორი ვანო გოგლიძე ამბობს, დაახლოებით ერთ წელიწადში შესაბამისი სერტიფიკატი იმ საწარმოს ექნება, რომელიც შემოდგომაზე ახალციხეში გაიხსნება. გოგლიძის თქმით, ის რიგით მეხუთე საწარმო იქნება და მასში 40-მდე ადამიანი დასაქმდება. საწარმოს საინვესტიციო ღირებულება 2 მილიონი ლარია. რაც შეეხება ნედლეულს, კომპანია ადგილობრივ პროდუქტებს გადაამუშავებს, რომელსაც  ფერმერებისგან შეიძენს.

გოგლიძე დეტალურად საუბრობს ბიოწვენებზე და ამბობს, რომ ამ პროცესს გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაკვირვება სჭირდება, რომელსაც ქართველი და უცხოელი ექპერტები უზურნველყოფენ.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „კულა“ ბაზარზე 2009 წელს გამოჩნდა და ამ დროისთვის 200-მდე სხვადასხვა სახის პროდუქტს უშვებს, მათ შორისაა: წვენები, კომპოტები, ჯემები, მურაბები, მარინადი, ჩირი, „ცივ სადილებს“, მათ შორის აჯაფსანდალი, ხორცის კონსერვები და სხვა პროდუქტები.

რაც შეეხება ექსპორტს, ამჟამად კულას ნაწარმის 65% ექსპორტზე მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში გადის, მათ შორის, ევროპისა და დსთ-ს ქვეყნებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g