2 აპრილს, გზავნილების მიღების ინოვაციური სერვისი – ლოქერი გაიხსნა.
Locker.ge – ასე ჰქვია მეტალის უსაფრთხო, თვითმომსახურების სათავსო კარადების ქსელს, რომელიც გზავნილის მიღების მაღალტექნოლოგიური ელექტრონული სერვისია.
დღეისათვის ლოქერებს თბილისის მასშტაბით ათამდე მისამართზე შეხვდებით. ამჟამად ლოქერები სავაჭრო ცენტრებსა და მომხმარებლისთვის მოსახერხებელ, ხალხმრავალ ადგილებზეა განთავსებული. თუმცა ეს ლოკაციები კიდევ გაიზრდება.
შპს “ლოქერი” USA2Georgia-ს შვილობილი და პარტნიორი კომპანიაა, რომელიც 2018 წელს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეიქმნა.
საინტერესოა, რომ ლოქერის მსგავსი სათავსო კარადები ევროპასა და აშშ-ში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ლოქერის ანალოგია Amazon Locker, რომელიც აშშ-ში ერთ-ერთი წარმატებული სერვისია.
ლოქერი გადაზიდვების ინდუსტრიაში მთავარ ტრენდად მიიჩნევა.