LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ ბაზარზე რამდენიმე პროდუქტში საღებავი „სუდან 1“ აღმოაჩინეს

275
LONDON - FEBRUARY 23:  In this illustration a container of chilli powder is seen on display, February 23, 2005 in London. The Food Standards Agency (FSA) has given shops and supermarkets twenty four hours to remove all of the 428 products that contain the banned food dye Sudan 1. The recall was made when products from a well known brand were found to be made with chilli powder containing the dye which has an increased risk of cancer. (Photo by Bruno Vincent/Getty Images)

„სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (momxmarebeli.ge) სურსათში არასაკვები საღებავი „სუდანის“ აღმოჩენის ფაქტებზე მომხმარებელს ინფორმაციას აწვდის და იმ პროდუქციის ჩამონათვალს სთავაზობს, რომლებიც მათივე ინფორმაციით, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.

„თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 36 დასახელების  სასურსათო პროდუქტი და გავაგზავნეთ გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“  სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შესამოწმებლად. 3 ნიმუშში საღებავი „სუდან 1“ აღმოჩნდა.

შემოწმდა საქართველოში და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია: წითელი წიწაკა, აჯიკა, ტყემალი, ტომატის საწებელი, ტომატპასტა, კეტჩუპი.

სურსათში „სუდანის“ ჯგუფის საღებავების გამოყენება აკრძალულია. მიუხედავად ამისა, მეწარმეთა ნაწილი მათ მაინც იყენებს პროდუქტისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. ამ საღებავების სისტემატური   მოხმარება ჯანმრთელობისათვის მეტად საზიანოა, ვინაიდან ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნასა და გენების გადაგვარებას.

ანალოგიური კვლევა 2019 წლის ზაფხულშიც ჩავატარეთ, რის შედეგადაც არასაკვები საღებავები 42 ნიმუშიდან 6-ში აღმოჩნდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) ჩვენს მიერ გამოკვლეული სურსათის დაბინძურების სავარაუდო წყაროდ წითელი წიწაკა მიიჩნია, რომელიც ამ პროდუქტების ერთ-ერთი ინგრედიენტი იყო. წითელი წიწაკის მიმწოდებლებთან სეს-მა ნიმუშები აიღო და ლაბორატორიულად გამოიკვლია, რის შედეგადაც 10-დან 9 ნიმუშში სუდანის ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა. აქედან 7 ნიმუში იმპორტირებული იყო, ხოლო 2-ის წარმომავლობა ვერ დადგინდა. სურსათის დაბინძურებული პარტიები გამოთხოვილ იქნა ბაზრიდან და მათი გაყიდვა აიკრძალა. ამავე დროს, საფრთხის შესამცირებლად, სეს-მა გამოსცა ბრძანება წითელი წიწაკის იმპორტის გამკაცრებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე (განვითარებადი ქვეყნებიდან) წითელი წიწაკის (დაფქული, დამსხვრეული) იმპორტისას თითოეულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის გამოცდის ოქმი, სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე უარყოფითი შედეგით. წინააღმდეგ შემთხვევაში სურსათის პარტია ქვეყნის ტერიტორიაზე არ დაიშვება. ბრძანება 2019 წლის 3 ოქტომბრიდან შევიდა ძალაში.

ჩვენი მორიგი კვლევის შედეგად, ირკვევა, რომ გატარებული ღონისძიებები ჯერჯერობით არ აღმოჩნდა საკმარისი საქართველოში სუდანით დაბინძურებული სურსათის გაყიდვის აღსაკვეთად. დარღვევების სრული გამორიცხვა შეუძლებელია. თუმცა, ამ მცირე მასშტაბის კვლევის შედეგად, 3 ნიმუშში სუდან 1-ის აღმოჩენა საყურადღებოა. იმედს გამოვთქვამთ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო კვლავ ეცდება პროდუქტების დაბინძურების წყაროების მოკვლევას და სათანადო ზომებს გაატარებს პრობლემის დასაძლევად, რასაც ჩვენ მომავალშიც მივადევნებთ თვალს“ – აცხადებენ momxmarebeli.ge-ში.

მათივე ინფორმაციით, პროდუქტები, რომელბშიც შემოწმების შედეგად, დარღვევა ანუ სუდან 1 გამოვლინდა, შემდეგია: “ხათოს აფხაზური აჯიკა”; აჯიკა Waime (ვაიმე) და ტომატის საწებელი ცხარე “სუპრემო”.

შემოწმებული ნიმუშების სია იხილეთ ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g