LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ მანდარინს სინგაპური და ყატარიც ყიდულობს

117
80289823-2717832181607068-4867592672572866560-o

მიმდინარე წლის 19 დეკემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 21,333 ტონა შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტირებული იყო 20,085 ტონა. საექსპორტო ქვეყნებს ოთხი ახალი ბაზარი დაემატა. წელს პირველად ექსპორტი განხორცილდა:

ლიეტუვაში (120,9ტ)

სინგაპურში (0,1ტ)

ყატარში (0,4ტ)

სლოვენიაში (158,2ტ).

19 დეკემბრის მდგომარეობით ექსპორტირებულია:

  • რუსეთში 13,075.3 ტონა

  • უკრაინაში 4,047.2 ტონა

  • სომხეთში 3,333.6 ტონა.

წელს მანდარინის ფასი 0,70 თეთრიდან 1,50-ლარამდეა. სამრეწველო გადამუშავებისთვის, ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის ოდენობა 5,536 ტონაა.

ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი აქტიურად მუშაობდა, რომლის ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g