LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართულ ოცნებას“ მილიტარისტულად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გეგმა არ აქვს.. შეგვწევს უნარი, რომ ტერიტორია გამთლიანდეს უომრად“ – მიხეილ სარჯველაძე

142
მიხეილ სარჯველაძე

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარისტულად აღდგენის გეგმა არ აქვს, რადგან შეძლებენ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები უომრად დაიბრუნონ“.

როგორც სარჯველაძემ „პირველი არხის“ ეთერში აღნიშნა, „საგარეო ურთიერთობებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, ყველა სხვა ხელისუფლებებზე მკაფიოდ აქვს დაფიქსირებული დამოკიდებულება, რომელიც ოკუპანტ სახელმწიფოსთან მიმართებით აქვთ“.

„ისიც კარგად იცის ყველამ, რომ დიახ, ჩვენ მილიტარისტულად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გეგმა არ გვაქვს, ამაზე არც ვმუშაობთ და არც ვუშვებთ ამას. ჩვენ ვამბობთ, ჩვენ შეგვიძლია, შეგვწევს უნარი და ეს შესაძლებელია, რომ ტერიტორია გამთლიანდეს უომრად. ამას ეწინააღმდეგებიან. გაიხსენეთ თემურ ალასანიას ბოლო განცხადება და არამხოლოდ მისი, აქ, ადგილობრივი პოლიტიკოსების. რატომ ალაპარაკდნენ ისინი მილიტარისტულ გეგმებზე? იმიტომ, რომ არის ხელისუფლების ურყევი პოზიცია, რომლის რაღაც ფორმით დანგრევა მათთვის სასურველია. ტერიტორიული მთლიანობის უომრად აღდგენის პოზიცია მოსწონს საზოგადოებას, ამას ამართლებს და ხალხმა ამის დაჯერება დაიწყო, რეალურად ირწმუნა, რომ ეს მოხერხებადია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g