LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართულ ოცნებაში“ უნდა ახსოვდეთ, რომ ვიქტორ ორბანი ასევე მონდომებით ემეგობრებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“, მთლად გულწრფელი მეგობრობის იმედად ნუ იქნებიან“ – ალეკო ელისაშვილი

163
ალეკო ორბანი

„ქართულ ოცნებას“ ორბანის გარდა, ასეთი რეალური მხარდამჭერი არ ჰყავს, მაგრამ მათ ისიც უნდა ახსოვდეთ, რომ ვიქტორ ორბანი ასევე მონდომებით ემეგობრებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, ვიქტორ ორბანი „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე გამოვიდა და მათ გაქცეულ ლიდერებს იფარებდა.

„მთლად გულწრფელი მეგობრობის იმედად ნუ იქნებიან. ცუდია, რომ ევროკავშირში მხოლოდ ორბანი ჰყავთ მოკავშირედ მიჩნეული.

ვიქტორ ორბანი: „ძალიან გულდაწყვეტილი და გაბრაზებული ვართ, რომ საქართველომ ვერ მიიღო სტატუსი, როცა მიიღეს ქვეყნებმა, რომლებიც გაცილებით ჩამორჩენილი არიან, ეს მალე უნდა გამოსწორდეს“

„შარშან საკმაოდ ცუდად მოგვექცნენ.. საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, სხვა შემთხვევაში გადაწყვეტილება გაუგებარი, არგუმენტაციას მოკლებული იქნება,“ – ირაკლი ღარიბაშვილი 

ევროკავშირში კიდევ 26 ქვეყანაა, რომელთა ლიდერები მთლად ისე გულითადად განწყობილი არ არიან.

ორბანი რამდენად გულითადია, ვერ გეტყვით, „ნაცების“ ყრილობაზეც არის გამოსული,“ – განაცხადა ელისაშვილმა.

ვიდეო: ვიქტორ ორბანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა

ფოტო, ვიდეო: პრემიერმა ვიქტორ ორბანსა და მის მეუღლეს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა: „მადლობელი ვარ ნამდვილი მეგობრობისთვის“ 

პოპულარულები