LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ სტარტაპს Forbes Startup 2017- ის წოდება მიენიჭა

127

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპს WiFisher-ს Forbes Startup 2017-ის წოდება მიენიჭა.

სტარტაპი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტების პროგრამის მონაწილეა, რომელმაც ბიზნესისთვის ახალი სარეკლამო პლატფორმა შექმნა.  ინოვაციური სერვისი კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, სპეციფიკურ ადგილებში რეკლამა WiFi-ის ჩართვამდე რამდენიმე წამით ადრე განათავსოს.

ინოვაციური სერვისი  ბიზნესს ეხმარება, სწორად განსაზღვროს მისთვის სასურველი სეგმენტი, გააანალიზოს თითოეული მომხმარებლის ქცევა, სურვილი და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, WiFisher-ს დახმარებით განათავსოს რეკლამა სპეციფიკურ ადგილებში – მოლებში, რესტორნებში, სასტუმროებსა თუ ბანკის ფილიალებში, რაც სამომავლოდ კომპანიას  მოგების გაზრდაში დაეხმარება.

WiFi  ანალიტიკისა და მარკეტინგის პლატფორმა ქართულ ბაზარზე 2  წელია არსებობს. ლიტვის ბაზარზე ქართული სტარტაპი წელს შევიდა, ხოლო 2018 წლის ბოლომდე ევროკავშირის 7 ქვეყანაში აპირებს გაფართოებას.

ქართულ სტარტაპს Forbes Startup 2017-ის წოდება ბიზნესგამოცემა Forbes-ის ქართულმა გამომცემლობამ ნომრის მე-100 საიუბილეო  პრეზენტაციაზე მიანიჭა, სადაც პირველი ნომინანტები დაასახელა. გამარჯვებულები 5 ნომინაციაში გამოვლინდნენ: Forbes Woman 2017, Forbes Property, Forbes startup, Forbes Entreprenuer და Forbes Social Impact.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g