LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ თხილში 16 სახეობის სოკოვანი დაავადება აღმოჩნდა

164

16 სახეობის სოკოვანი დაავადება ქართულ თხილში – ინფორმაციას სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო თურქ ექსპერტებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამის შესახებ აჭარის ტელევიზია წერს.

უწყებაში მოსახლეობას მოუწოდებენ, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პარალელურად, გამოიყენონ ქიმიური საშუალებები და შეწამლვის ვადები არ დაარღვიონ.

აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, მხოლოდ 2016 წელს მავნებელმა მწერმა მეთხილეობის დარგს 50-60 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. რა თანხა იზარალეს ფერმერებმა 2017 წელს, ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g