LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართულად დაგაწერინებთ მატილდაზე, არ იდარდო ადმინ“ – Victoria’s Secret-ის „ფანგვერდის“ ადმინმა მხოლოდ მატილდა გვარლიანის ფოტოები და ვიდეო კადრები გამოაქვეყნა

623
თამუნა მუსერიძე , მაია ასათიანი

Victoria’s Secret-ის „ფანგვერდზე“, სადაც „ანგელოზების“, მათ შორის მატილდა გვარლიანის ფოტოები გავრცელდა, ამჯერად, მხოლოდ ქართველი მოდელის ფოტოები და ვიდეო კადრები დაპოსტეს.  

აღნიშნული, სავარაუდოდ განაპირობა მატილდას მაღალმა რეიტინგმა. ქართველ მოდელს თაყვანისმცემლებისგან დიდი მხარდაჭერა აქვს. მატილდას ფოტოს სხვა მოდელებთან შედარებით გაცილებით მეტი მოწონება, უამრავი გაზიარება და კომენტარი აქვს. მათი რაოდენობა კი ყოველ წუთს მზარდია.

ამ დროისთვის, ცალკე პოსტად გამოქვეყნებულ მატილდა გვარლიანის ფოტოს 30 ათასზე მეტი ლაიქი, 3400-ზე მეტი კომენტარი და 566 გაზიარება აქვს. რაც შეეხება ვიდეოს:  27 ათასზე მეტი ლაიქი, 3 ათასზე მეტი კომენტარი და 422 გაზიარება.

„ხალხო, ერთი მაგრად შევესიოთ და ვაჩვენოთ კლასი ვიქტორია სიქრეთს“ – მატილდა გვარლიანის ფოტოს Victoria’s Secret-ის ანგელოზებს შორის ყველაზე მეტი მოწონება აქვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები