LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ანიმაციის სტენდი ანსის საერთაშორისო კინოფესტივალზე

155
animation
ეროვნული კინოცენტრი, პროგრამა  “გადაიღე საქართველოში” და ანიმატორთა ასოციაცია „საქანიმა“ ანსის საერთაშორისო კინოფესტივალის ანიმაციური ფილმების ბაზრობაზე MIFA 2022 წარმოადგენენ საქართველოს სტენდს.

სტენდზე გამართულ შეხვედრებს დაესწრება ეროვნული კინოცენტრის დირექტორის პირველი მოადგილე მაკო ჭილაშვილი. ფესტივალების პროგრამერების შეხვედრაზე მონაწილეობას მიიღებს რეჟისორი და პროდიუსერი, „საქანიმა”-ს დამფუძნებელი და ევროპული ანიმაციის EMILE ჯილდოს ბორდის წევრი, მარიამ კანდელაკი.

საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იქნება ქართული ანიმაციის კატალოგი და ვიდეო კლიპი, რომელიც “საქანიმა”-ს წევრი ანიმატორების პროექტების ვიზუალური მასალით CAUCASIAN FILM SERVICE-მა შექმნა.

სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების პროექტების კონკურში მონაწილეობას იღებს პროექტი “იგი“, რეჟისორი ნათია ნიკოლაშვილი (საქართველო, ჩეხეთი), ხოლო მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროექტების სექციის Animation du Munde მონაწილეა პროექტი “შოკოლადი“, რეჟისორი მედეა შირაქაძე (საქართველო, ეკვადორი).

ანსიში ასევე გაემგზავრებიან ანიმაციური პროექტის განვითარების მეშვიდე ვორქშოპის, „ანსი-საქართველო“-ს გამარჯვებული ანა მარკოზაშვილი და ვორქშოპის მონაწილე ნინა ჩუბინიშვილი. ქართველი ანიმატორები გამართავენ შეხვედრებს უცხოელ კოლეგებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ ქართული პროექტების გარდა, ანსის კინოფესტივალი უმასპინძლებს ქართული მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის – “ფრენცის სასადილოს” ჩვენებას, რომელიც ფესტივალის მთავარ კონკურსშია წარმოდგენილი. ფილმის რეჟისორია ანა ჩუბინიძე. „ფრენცის სასადილო” შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

ანსის საერთაშორისო კინოფესტივალის ანიმაციური ფილმების ბაზრობა MIFA 2022 16-19 ივნისს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები