LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ავიაკომპანია აღარ იყიდება – „რეაბილიტაციის მმართველი აკეთებს ბიზნესგეგმას“

141
georgan-airways-11

„ჯორჯიან ეარვეისი“ აღარ იყიდება. ინფორმაციას „ბიზნეს ფორმულა“ ავრცელებს, რომელიც ქართული ავიაკომპანიის ყოფილ პრეზიდენტს, თამაზ გაიაშვილს ესაუბრა.

როგორც გაიაშვილი ამბობს, ამჟამად, ავიაკომპანია რეაბილიტაციის რეჟიმშია. „რეაბილიტაციის მმართველი აკეთებს ბიზნეს გეგმას, რომელიც მაისის დასაწყისში იქნება მზად და ამ გეგმის მიხედვით იმუშავებს კომპანია. ახლა ჩვეულ რეჟიმში ვოპერირებთ“,- განაცხადა გაიაშვილმა “ბიზნეს ფორმულასთან”, რომლის თქმითაც, მას ამჟამად, კომპანიაში რაიმე ოფიციალური პოსტი არ უკავია.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ $150 მილიონად იყიდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g