LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ავიაკომპანია ახალ Boeing-ებს იმატებს

65
collage-maker-19-jul-2022-03-15-pm

ავიაკომპანია Georgian Airlines Group ავიაპარკს აფართოებს. Georgian Airlines-მა და მისმა პარტნიორმა ავიაკომპანია Aircompany Armenia-მ 737-800 Boeing Converted Freighter (BCF)-ის სამი ავიახომალდის შეკვეთა განახორციელეს. ამის შესახებ ავიაკომპანია Georgia Airlines Group-ის პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა და Boeing Global Services-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფანი პოპმა დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ავიაგამოფენა „Farnborough International Airshow“-ზე განაცხადეს.

როგორც ავიაკომპანია Georgian Airlines Group-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, შესყიდვის მიზანია კავკასიის რეგიონში საჰაერო გადაზიდვებისთვის შესაბამისი სპეციალიზებული სატვირთო თვითმფრინავების დამატება.

„ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ რეგიონში ტვირთების საჰაერო გადაზიდვებისთვის ვამატებთ სამ „737-800 Boeing Converted Freighter“-ს. „737-800BCF“-ს აქვს მეტი დატვირთვის და დიაპაზონის შესაძლებლობა და შეუძლია გადაიტანოს, როგორც ელექტრონული კომერციის ტვირთები, ასევე ზოგადი ტვირთი “, – განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.

Boeing Global Services-ის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის სტეფანი პოპის თქმით, კავკასიის რეგიონში, საჰაერო ტვირთებზე მზარდი მოთხოვნაა და კომპანია სატვირთო ოპერაციების გაფართოებას მხარს უჭერს. „მოხარულნი ვართ, რომ ავიაკომპანიებმა Georgian Airlines-მა და Armenia-მ შეარჩიეს 737-800BCF, რათა დააკმაყოფილონ მზარდი მოთხოვნა საჰაერო ტვირთზე იმ ბაზრებზე, რომლებსაც ისინი ემსახურებიან და გვაქვს პატივი, გავაგრძელოთ მათი სატვირთო ოპერაციების გაფართოების მხარდაჭერა“, – განაცხადა სტეფანი პოპმა.

შემდგომი Boeing 737-800BCF ავიაკომპანიას მომავალ წელს შეემატება, ავიაპარკი სრულად 2024 წლამდე შეივსება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g