LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ავიაკომპანია ჩინეთიდან ევროპისკენ რეგულარულ სატვირთო რეისებს შეასრულებს

161
127704907-3656705354353993-1683095418016178414-o

ქართული სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky, 2020-2021 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, 1 დეკემბრიდან 27 მარტამდე, საქართველოს გავლით, ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით რეგულარულ სატვირთო რეისებს განახორციელებს.

ავიაგადამზიდველის მიერ, რეისები თბილისი-ჩენჩჟოუ-თბილისისა და თბილისი-ფრანკფურტი-თბილისის საჰაერო ხაზებზე Boeing B747-200-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით, კვირაში 3 სიხშირით შესრულდება.

ავიაკომპანია Geo Sky პირველი ქართველი გადამზიდველია, რომელიც რეგულარულ სატვირთო ფრენებს შეასრულებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით რეგულარული სატვირთო ფრენები დღემდე არც ერთ ქართულ ავიაკომპანიას არ განუხორციელებია. დღეისათვის, ავიაკომპანია ხსენებულ საჰაერო ხაზებზე ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას ახორციელებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ქართულ ავიაკომპანიას რეგულარული სატვირთო მიმოსვლისთვის აუცილებელი ნებართვა 2020 წლის 25 ნოემბერს მიენიჭა.

Geo Sky-ზე ექსპლუატანტის სერტიფიკატი სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2017 წელს გასცა. 2018 წელს, ავიაკომპანიამ წარმატებით გაიარა არაევროკავშირის წევრი ქვეყნების ავიაკომპანიების ავტორიზაციის პროცესი (EU safety authorization for foreign air operators – PART-TCO). კარგო გადამზიდველის ფლოტი ამჟამად ორი Boeing B747 ტიპის საჰაერო ხომალდისაგან შედგება. Geo Sky ქართული საფრენოსნო და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g