ქართული ბრენდის ფრანჩაიზინგი გაიყიდება – შპს „ბორტმაისტერმა“ მიაღწია შეთანხმებას აზერბაიჯანულ კომპანიასთან ფრანჩიზის გაყიდვის შესახებ, რაც გულისხმობს აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში – „ბროტმაისტერის” სახელწოდების ქვეშ საწარმოსა და ხუთი ფილიალის გახსნას.
შეგახსენებთ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული პროგრამის მხარდაჭერით, შპს ,,ბროტმაისტერი“ ქართულ ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა, 2016 წლის ზაფხულში კი პირველი ფილიალი გახსნა.
განსხვავებული სახელწოდების მიუხედავად, ბრენდი 100%-ით ქართულია. კომპანიის დამფუძნებლებმა, ავსტრიელი პარტნიორების ტრენინგებისა და ინგრედიენტების დახმარებით, ავსტრიული ტექნოლოგიით ცხობა დანერგეს და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ცენტრალიზებული საწარმო გამართეს.