პირველად საქართველოს ისტორიაში, ქართული ბრენდით ელექტრომობილი შეიქმნება.
კომაპნია Aigroup-სა და კომპანია Changan-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, შეიქმნება მანქანების ქართული ბრენდი, რომელიც ელექტრომობილებით მოამარაგებს არა მხოლოდ ქართულ ბაზარს, არამედ კავკასიის რეგიონს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას.
ქართული ბრენდის ქვეშ დაგეგმილია EADO სერიის მანქანების გამოშვება, ახლო მომავალში კი ასევე BENNI-EV360 და CS55EV მოდელების.
ქართული მანქანის პირველი წარმოება 2019 წლის ბოლოს იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ 157 წლიანი ინდუსტრიული ისტორიით, კომპანია Changan ჩინეთის ავტოინდუსტრიის ნამდვილი ლიდერია. Changan-თან ერთობლივი წარმოება ავტოინდუსტრიაში ისეთ მსხვილ და ლიდერ კომპანიებს აქვთ, როგორებიცაა: ფრანგული ავტოჰოლდინგი PSA (Peugeot Citroën Moteurs), Ford, Suzuki, MAZDA და ასე შემდეგ.