პიონჩანგის ზამთრის 2018 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია მიმდინარეობს.
ბუნებრივია ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამაც. ჩვენი მედროშე მოციგურავე მორის ყვითელაშვილი იყო.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადაზე ოთხი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
საციგაო სპორტში გიო სოღოიანი გამოვა, ნინო წიკლაური მიიღებს მონაწილეობას გიგანტურ და სტანდარტულ სლალომში. მორის ყვითელაშვილი ფიგურულ ციგურაობაში მოკლე და თავისუფალი პროგრამით გამოვა. იასონ აბრამიშვილი გიგანტურ და სტანდარტულ სლალომში იასპარეზებს.