LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი საერთაშორისო ღონისძიებებზე მთელი წელი ისმოდა – პრემიერი

48370029_303816143586412_7813339182725595136_n

„მინდა, განსაკუთრებით მივესალმო ჩვენს სტუმრებს რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის ვიცე პრემიერს და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების მინისტრს,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა, ერთობლივი ძალისხმევა უმნიშვნელოვანესია იმ საერთო გამოწვევების კუთხით, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყნები და მთლიანად რეგიონი დგას.

„ჩვენ ყველას საერთო სურვილი გვამოძრავებს, რომ საერთო მიზანი იქნას მიღწეული და ეს არის ჩვენი ქვეყნების თავისუფლება, წინსვლა და განვითარება. დღეს, სწრაფად ცვალებად მსოფლიოში, როგორც არასდროს, საჭიროა პრაგმატული, მოქნილი და საერთაშორისო ვითარების შესატყვისი საგარეო პოლიტიკის წარმოება. ყველამ კარგად ვიცით, როგორი გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და როგორი მაღალი რისკების შემცველია მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური რყევები ჩვენნაირი ახალგაზრდა დემოკრატიისთვის. საქართველოს მიზანია, დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფოს მშენებლობა,“ – განაცხადა მამაუკა ბახტაძემ.

პრემიერმა ასევე ქართული დიპლომატიის მიერ გაწეულ სამსახურზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ მათი დამსახურებაა, რომ მთელი წლის განმავლობაში ისმოდა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაზე.

მანვე აღნიშნა, რომ გაუმჯობესდა ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

მამუკა ბახტაძემ ასევე  ისაუბრა კონგრესის ორპარტიულ აქტზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების კანონის დარღვევისთვის, კონკრეტულ სანქციებს ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ აქტზე აშშ-ში მიმდინარეობს მუშაობა და მისი დამტკიცების შემთხვევაში, პირი, რომელიც დაარღვევს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს, ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლაზე პრობლემები შეექმნება, ასევე დაუყადაღდება ქვეყანაში არსებული ანგარიშები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g