LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ეროვნული სამოსი, შესაძლოა, მალე ევროპის ქვეყნებში გაიყიდოს

339
246717241-4312430698869912-2513927077118549890-n

ქართული ეროვნული სამოსი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში: როგორც კომპანია „სამოსელი პირველის“ დირექტორი ანა ნინუა „ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს, არაბეთში ქართული სამოსი, იქაური პარტნიორების მეშვეობით, საკმაოდ წარმატებით იყიდება. „ქართული სამოსის შეკერვა პოპულარული მიმართულება გახდა, ბევრმა დაიწყო ეს საქმიანობა, რაც ძალიან გვახარებს,“ – აცხადებს ნინუა “ბიზნესპარტნიორთან”.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, პროდუქციის ექსპორტზე კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროპის ქვეყნებთანაც. „სამოსელი პირველის“ დირექტორის თქმით, მათი პროდუქციის მომხმარებელი, ძირითადად, საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე საზოგადოებაა.

შეგახსენებთ, საქართველოში 2009 წელს პირველად დაარსდა ეროვნული სამოსის საერთაშორისო სტანდარტების კომპანია „სამოსელი პირველი“. კომპანია აერთიანებს თანამედროვე საწარმო-სამკერვალოს, კვლევით ცენტრსა და საერთაშორისო მოთხოვნების მაღაზიას.

„სამოსელი პირველის“ პირველი მაღაზია თბილისში , 2010 წლის 24 აპრილს გაიხსნა. კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული ეროვნული სამოსისა და აქსესუარების დამზადების ტრადიციების შესწავლასა და გაცოცხლებას, თანამედროვე ქართველთა ყოფიერებაში ეროვნული საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ წარმოჩენას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g