გიორგი ბარაბაძის ფილმი “ლუკა” სტოკჰოლმის საერთაშორისო კინოფესტვალზე მიიღებს მონაწილეობას.
ფილმი “ლუკა” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომლის ჩვენებებიც ფესტივალზე 9, 11 და 13 ნოემბერს შედგება.
სტოკჰოლმის საერთაშორისო კინოფესტივალი შვედეთში 1990 წლიდან ტარდება და ახალი ტალანტების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული.
ყოველწლიურად ფესტივალს არაერთი კინოვარსკვლავი სტუმრობს.